Monday, June 28, 2010

"გენიალური"



დღეს მამამ დამირეკა, ხელფასაი არ აიღო? კი თქო, ხოდა თიკო მოვა და მიეცი, მე დღეს ვერ ჩამოვდივარო.

მე თვითონ წავედი, არ ვაწვალე ბავშვი. არა, მართლა კი არა :) თამოსთვის 100 ლარი უნდა მესესხებინ და პლასტიკური თინასთვის რომ გამეტანებინა უკან უნდა მოეტანა და აი მართლა არ ვაწვალე ბავშვი.

ხო, თინას ფული იმისთვის სჭირდებოდა, რომ დაზღვევა აეღო, დაზღვევა იმისთვის სჭირდებოდა, რომ ლატვიაში მიდის, ლატვიაში იმისთვის მიდის რომ ზაფხულში გაერთოს, გართობა იმისთვის უნდა რომ მთელი წელი გადაიღალა ბავშვი სწავლით.
ხო, ლატვიაში რაღაც კონფერენციაზე მიდის, ასე ჰქვია "რეპროდუქციული ჯანმრთელობა". თინა ფინანსისტია.....esm-ში სწავლობს....

მოკლედ 50 ლარი მჭირდბაო, გამოვიტანე ფული, მივეცი და წავედი ისევ სამსახურში.

ეხლა მოვედი სახლში, თინას გამოვკითხე ლატვიაში წასვლის ამბები, 2 აგვისტოს მიდის 11 აგვისტომდე. დაზღვევა 23 ლარი ღირდაო, აბა 50 რატო გამომართვი თქო და ფული არ მქონდაო.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო. :)

ავტობუსში ბილეთი ვერ ავიღე, ხურდაც კი არ მქონდაო. ვიფიქრე ნეტა კონტროლიორი ამოვიდეს, დამაჯარიმებს და რაც აქამდე უფასოდ მიმაგაზრია, ხურდის არქონის გამო, ერთიანად გადავიხდიო. ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდი უცებ არ დავინახე კონტროლიორიო?! გავუღიმეო (ახალზარდა ბიჭი ყოფილა). ბილეთი გაქვსო ჰკითხა კონტროლიორმა თინას. არა, ბილეთი არ მაქვსო უპასუხა თინამ და თურმე პირადობის მოწმობის ძებნა დაიწყო.
კონტროლიორმა ჰკითხა თინას:
- "ბილეთი რატომ არ აიღე?"
თინამ უპასუხა:
- "ხურდა არ მქონდა....ჯარიმის გამოსაწერად ჩემი სტუდბილეთიც გჭირდებათ?"
კონტროლიორმა შემდეგი კითხვა დასვა (თან ამ დროს თინა ყურებამდე გარიმებულია):
- "აქამდე ყოფილხარ დაჯარიმებული?"
თინამ მიუგო:
-"არა, მაგრამ უბილეთოდ სხვა დროსაც მიმგზავრია, აი ეხლა ვფიქრობდი, ნეტა დამაჯარიმონ, ერთბაშად გამოვისყიდი ცოდვებს, სულ ვნერვიულობ ბილეთი რომ არ მაქვს, მინდა ყოველთვის ავიღო ხოლმე ბილეთი, მაგრამ ხურდები...."
კონტროლიორი (სახე წარმომიდგენია):
-"კარგი, შეგიძლია წახვიდე."
თინა:
- "არა, აი აიღეთ პირადობა, დამაჯარიმეთ."
კონტროლიორი (სახე ეხლა უფრო წარმომიდგენია):
-"წადი გოგონა, არ გაჯარიმებ...."

ამას თინათინის გარდა არაკაცი არ იზამდა. თaნ ეს ყველაფერი ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული სახით მოყვა, ვერც კი წარმოიდგენთ.....

გაიცანით, ეს თინათინია.

3 comments:

LuX said...

:D
გადასარევია თინათინი :))

ana said...

გაანებეთ ბავშვს თავი, გენიალურია :დ

admin said...

ეს ნახე სად გაიჩითა რა გინდა გოგო აქ? ბუწა

Post a Comment

Template by:
Free Blog Templates