Monday, June 7, 2010

ახალსოფელი


გუშინ მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, ახალსოფელში წავსულიყავით, ნანას ბიძის, დედის ძმის პანაშვიდზე.

ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო...

დღეს ჩვეულებრივად ავდექი 9 საათზე და წავედი სამსახურში, ჯერ არავინ იყო მოსული, ვიჯექი და ყავას ვსვამდი. შემოვიდა ჩემი განყოფილების უფროსი, შორენა და შევჩივლე დღეს ყვარელში მივდივარ თქო პანაშვიდზე. შენც ილო ბეროშვილის შვილის პანაშვიდზე მიდიხარო? გამიკვირდა, მეთქი რა იცი?... ჩემი მოსამართლე მიდის ხვალ დაკრძალვაზეო....

მარშუტკა 12 ზე გადიოდა, ცოტა ადრე მივედი, წვიმა დაიწყო და დავჯექი, ნათიას ადგილიც დავუკავე.

თავიდანვე მივხვდი, რომ ის ქალი მარშუტკის მძღოლის ცოლი იყო, ის კაცი - შვილი და ბაშვი - შვილიშვილი. ლამაზი და საყვარელი ბავშვი იყო ნიკოლოზი. მამას და ბებიას ძალიან უყვარდათ. სულ კოცნიდნენ, მამა აშკარად ამაყობდა მის ცოლს პირველი ბიჭი რომ ეყოლა. მგონი პირველი შვილი იყო....

ერთი მოხუცი კაცი შევამჩნიე. მოხუცებს პირველ რიგში ხელებზე ვუყურებ ხოლმე, ძალიან ლამაზი ხელები აქვთ, თითონაც ლამაზები არიან სოფელში მოხუცები. ამ კაცსაც რა თქმა უნდა ლამაზი ხელები ჰქონდა. იჯდა და გვერდით ხის ნერგი ედო. სურათის გადაღება მომინდა, მაგრამ მომერიდა.

ნათია მოვიდა...მალე ნანას ძმაც მოვიდა. ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა, პრინციპში ყოველთვის სიმპათიური ბიჭი იყო. მომწონს.

მოკლედ გახდა 12 საათი, წავედით. ლილოში ერთი ქალი ამოვიდა, ქერად შეღებიული თმით. ზუსტად ვერ გავიგე გოგო გაუთხოვდა თუ ბიჭმა ცოლი მოიყვანა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ჩანდა. ლევანიზე და ქეთიზე ლაპარაკობდა, ახალდაქორწინებულებზე.

ხო, ყველა კახურ კილოზე ლაპარაკობდა, ბავშვობა გამახსენდა და მივხვდი რომ დიდი ხანია ასეთი საუბარი არ მომისმენია. დედოფლისწყარო მომენატრა. მე და ნათიამ გადავწტვიტეთ, ზოგჯერ ჩავიდეთ ხოლმე.

თურმე ახალსოფელში ჩასვლას ორსაათნახევარი სჭირდება...

მოკლედ ამ დროის მანძილზე ბევრი ჩვიდა, ბევრი ამოვიდა, მოხუცი კაცი და ბედნიერი ქალი ახალსოფელში მიდიოდნენ.

ახალსოფლამდე, რომელიღაც სოფელს რომ მივუახლოვდით, შორიდანვე ხელების ქნევა და უცნაური მოძრაობები დაიწყო ერთმა კაცმა, მარშუტკა გაჩერდა და დედა-შვილი ამოვიდა.

დედა მოხუცი, სულ დანაოჭებული ქალი იყო. ჭაღარა თმა გადაწეული ქონდა, უკან შეკრული. ლამაზი იყო რა თქმა უნდა. შვილი, აი ის, უცნაური მოძრაობები რომ ქონდა.... ხომ იცით, ყველა სოფელს თავისი გიჟი ჰყავსო... გიჟი ცუდი სიტყვაა. ერთ ხელს ვერ იმორჩილებდა და სულ ჭიმავდა თითებს, აქეთ-იქეთ იშვერდა, მეორე ხელი გასიებული ქონდა, თითქოს სხვა ადამიან ეკუთვნოდა. კბილებიც არ ქონდა და სულ იღიმოდა, ასე 35 წლის იქნებოდა. გაურკვევლად ლაპარაკობდა. დედა-შვილი რომ ამოვიდა, მარშუტკის მძღოლის შვილი ადგა, მოხუცი ქალის შვილი დაჯდა.... დასვი ბიჭო დედაშენიო, დასვა... თითონაც დაჯდა, მძღოლის გვერდით პატარა სკამზე. დედამ ხელი გაწია წინ... და შვილს თავზე მოეფერა....

ამასობაში მოხუცმა კაცმა : "გააჩერეო" და მარშუტკაც გაჩერდა. მძღოლი რა თქმა უნდა ყველას იცნობდა, გამოელაპარაკა ამ მოხუცსაც. არ ვიცი რა კითხა, მაგრამ მოხუცმა კაცმა რა უპასუხა ვიცი: "ზეთისხილის ნერგია, ვნახოთ, თუ გავახარე, გეტყვი შენც"...

ახალსოფელში მივედით. თურმე მარშუტკას ყველა სახლში მიყავს. ის ბედნიერი ქალიც მივიდა სახლთან. თბილისში იყო და მის არ ყოფნაში დაქორწინდნენ, რომ ჩადიოდა ისე უბრწყინავდა თვალები, ისე იღიმოდა, რომ არ მორიდებოდა ხმამაღლაც იცინებდა სიხარულისგან.... არ ვიცვი გოგოს გათხოვერბა თუ ბიჭის დაქორწინება უხაროდა....

ჩვენც მივედით... ეზოში ბევრი ნაცნობი დამხვდა. გამიკვირდა, ამ კაცის შვილებს ვიცნოდი თურმე. მე რომ ნანას ბიძა მეგონა ბექას მამა ყოფილა, კიდე კახას და მარიამის მამაც .

სახლი ჩვეულებრივი იყო, როგორიც სოფლებშია ხოლმე, ავედით, მივუსამძიმრეთ ჭირისუფლებს და ჩამოვედით ეზოში. ნანაც მოვიდა, წამოდითო. ეზო გავიარეთ და რაღაც შენობა დავინახე, მეთქი ეს რა არის, ბიბლიოთეკაო ნათიამ მითხრა. გამიკვირდა.

მოკლედ ნანამ შეგვიყვანა... ორი დიდი ოთახი იყო, პირველ რიგში წიგნები მომხვდა თვალში, ყველგან ეწყო. ბამბუკის დივანი, სავარძლები და ერთიც "საქანელა სკამი იყო". ამ სკამზე ბიჭს ეძინა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, სავარძელზე ქერა, ხუჭუჭთმიანი გოგო იჯდა, ისიც ლამაზი. ნანას დეიდაშვილები ელენიკო და გიორგი ყოფილან. მაშინ დავფიქრდი, რომ ამ ბავშვებს, ანუ დეიდაშვილებს, ილო ბეროშვილის შვილიშვილებს, რაღაც განსაკუთრებით ლამაზი აქვთ, მაგრამ რა არ ვიცოდი.

მეორე ოთახიც წიგნებით, ძველი გაზეთებით და ჟურანალებით იყო სავსე. ნანან პაპის, ილოს ბიბლიოთეკა ყოფილა...ოთახში ბუხარიც იყო, აგურის....ძველი ფოტოებიც... მერცხლებიც დაფრინავდნენ.... მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შოკში ვიყავი. არ ვიცოდი და არც მოველოდი ასეთ რამეს. ჩვეულებრივი სოფლის სახლი და ეზოში აშენებული უზარმაზარი ბიბიოთეკა.... ნათელი, მყუდრო, ხეში და აგურში გაკეთებული.

მერე ნანას დეიდა შემოვიდა, შურთხია, იმასაც რაღაც ჰქონდა ლამაზი. საერთოდ ყველანი მასეთები არიან თქო ხომ ვთქვი... ხოდა ალბათ ინტელექტი მემკვიდრეობითია. ლამაზი შეიძლება არც ფეხი აქვთ, არც ცხვირი, არც თვალი, არც ტუჩი - ცალკე აღებული, მაგრამ ერთიანობაში..... ინტელექტი ალამაზებს ადამიანს. აი რატო იცნობდა ნანას პაპას თურმა ყველა. მე კი უბრალოდ მუზეუმის დირექტორი მეგონა...

მარშუტკის მძღოლი მეზობლად ცხოვრობდა, 4 ზე მოგვაკითხა. გაგვაცილეს ნანამ და გიორგიმ. წარმოვედით. ფანჯარასთან ვიღაც იჯდა. ცოტა გზა გავიარეთ, ნეხვის სუნი იყო. ხო ნეხვის, არ ვაპირებ არაფრის შელამაზებას. მაგრამ აშკარად გარედან კი არ შემოდიოდა, შიგნით ჰქონდა ვიღაცას. მერე რა? სოფელში ვიყავი. მომენატრა დედოფლისწყარო...

ცოტა ხანში ფანჯარასთან გადავსხედით. ისეთ განწყობაზე ვიყავი, მეგონა ავფრინდებოდი, რაც უფრო უმატებდა მარშუტკა სიჩქარეს, მით უფრო მიმძაფრდებოდა ფრენის სურვილი. მთელი გზა ფანჯრიდან გარეთ ვიყურებოდი. მილიონჯერ მაინც ვარ მაგ გზაზე ნამყოფი, მაგრამ ბევრი რამ პირველად დავინახე... ულამაზესი, ყვითლად გადაპენტილი ბუჩქები, მოთეთრო-მოვარდისფრო უცნაური ყვავილები... და სუნი.... ძალიან სასიამოვნო, ყვავილების და ბალახის სუნი, რომელიც მთელი გზა თან დაგვყვებოდა.

ფანჯრიდან რომ გადავვარდნილიყავი ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი...

უაკანა გზაზე, ემოციებით დატვირთულს, ხალხისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მაგრამ ჩვენს წინ ერთი გოგო და კაცი იჯდა. ახალსოფლიდან მოდიოდნენ, ჯერ გოგო ამოვიდა, მერე კაცი. კაცი დაჯდა თუ არა თქვა: "რამდენი ხანია სამარშუტოთი აღარ მიმგზავრია, მანქანა აქ დავტოვე გარკვეული მიზეზების გამო". მგონი თავმოყვარეობა ჰქონდა შელახული მარშუტკით რომ მგზავრობდა.

გოგო თურმე ფსიქოლოგიურზე სწავლობდა, მესამე კურსზე იყო. დაიწყეს საუბარი ამ კაცმა და გოგომ. კარგად არ მესმოდა, მაგრამ გოგო სულ იმეორებდა: "ფროიდმა თქვა, ფროიდის აზრით...", ალბათ იმიტომ, რომ არ იცოდა თითონ რა ეთქვა, ან ფრიოდზე უკეთესი აზრები არ ჰქონდა.

მერე გავირჭვი ყურებში ჩემი მობილურის ნაუშნიკები, ჩავრთე მუსიკა და მართლა დავფრინავდი. ნათიასთან ლაპარაკის თავიც კი არ მქონდა.... ბედნიერი ვიყავი.

გოგო და კაცი არ გაჩუმებულან, ისე გაერთნენ ლაპარაკში, გოგოს, რომელიც ფსიქოლოგიურზე სწავლობდა, ვარკეთილში სახალხო ბანკთან ჩამოსვა დაავიწყდა და ძალიან ინერვიულა. სხვაგან ჩამოვიდა, სადღაც.


4 comments:

ana said...

wow

მოსიარულე კატასტროფა said...

ბოლოსი რაღაც ჩავამატე და რატო არ ჯდება იგივე ზომის არ ვიცი :შ მიიძუყნა

Unknown said...

natuli, ra gitxra ar vici, cremli momgvara shenma werilma :*

მოსიარულე კატასტროფა said...

გაიღიმე ნანული :ლოვე:

Post a Comment

Template by:
Free Blog Templates