Wednesday, January 27, 2010

Pocahontas


ბავშვობაში ერთი მულტფილმი მიყვარდა გამორჩეულად. "პოკახონტასი".


მოკლედ დღეში ცხრაჯერ ვუყურებდი. იცით ალბათ თქვენც.

ცოტა ხნის წინ ავოე.გე ზე აღმოვაჩინე "პოკახონტასი 2". პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ამ ნაწილში ჯონ სმიტი, ანუ პოკახონტატის შეყვარებული დაბრუნდება და ისევ შეხვდებიან ერთმანეთს მეთქი... მაგრამ შენც არ მომიკვდე, მოვლენები სრულიად მოულოდნელად და ცოტა არ იყოს შოკისმომგვრელად (როგორც ამას ზურიკო იტყვის ხოლმე :)) განვირთარდა.

პოკახონტასის მამიკოს კუთვნილ მიწაზე ჩავიდა ვინმე ჯონ როლფი, რომელმაც პრინცესა ინგლისში, მეფესთან წაიყვანა... ასწავლა კულტურული ქცევა და ყველაფერი, რაც ინგლისელ ქალს უნდა სცოდნოდა და თან რა თქმა უნდა შეუყვარდა. ხოდა უეცრად, ცეკვის სწავლების დროს, პოკახონტასმა საკოცნელად გაიწია ჯონისკენ, ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი... (ამ დროს მე ვზივარ და ველოდები ტომ სმიტის გამოჩენას, იმ ამაღელვებელ მომენტს, როცა პოკახონტასი და ტომი ერთმანეთს შეხვდებიან).

გავიდა ხანი, პოკახონტასი ციხეში არმოჩნდა... მის დასახსნელად ჯონს ტომი გამოეცხადა, გაუდგნენ გზასა... (ხომ წარმოგიდგენით ჩემი გახარება სმიტის გამოჩენაზე). მოკლედ ბოლოს და ბოლოს დადგა ის ნანატრი მომენტი, ტომი და პრინცესა პოკახონტასი შეხვდნენ ერთმანეთს და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პრინცესამ ტომს განუცხადა, მე ჯონი მიყვარსო. მოკლედ უთხრა ჩვენი გზები გაიყო, ტრალი...ვალი.... კარგად იყავიო. დავრჩი ხახამშრალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ გავბრაზდი, რატომ მინგრევენ რეჟისორები ფსიქიკას მეთქი. ვისაც ნანახი გაქვთ პირველი ნაწილი გეცოდინებათ რა გულისგასახეთქი ამბები ხდება, ბავშვი კი არა, ზრდასრული ადამიანიც მოკვდება ტირილით და ამის მერე უცებ ჯონი....

ძალიან აღელვებულმა და გაბრაზებულმა, ვიკიპედიაში გადავწყვიტე ჭეშმარიტების პოვნა... ხოდა აღმოჩნდა, რომ პოკახონტასი მართლაც ჯონ როლფის ცოლი გახდა და მათ ვაჟი შეეძინათ.... ტომ სმიტი კი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა... ისინი ისევ შეხვდნენ ინგლისში... მაგრამ პოკახონტასი ქმრის ერთგული დარჩა. ფილმსაც ვუყურე, " The new world"... რას ვიზამდი, რეალობას ვერ გაექცევი...

ჩემი აზრი იგივეა, ფილმში კი, მაგრამ მულტფილმში ჯონ როლფის ადგილი ნამდვილად არ არის!

ხო, კიდე ის, პოკახონტასის ფანი ისევ ვარ :)

1 comments:

Agasfer said...

ვაიმე
ჰაჰა
როგორ მიყვარდა ეს ქალი <3
ხედავ შენ თურმე რა დღეშია?
კიდევ კარგი ჯონი შეუყვარდა და არა ჯინი, ნათია, გამოფხიზლდი.
შეხედე, სამყარო საით მიექანება! :ჰელპ:
გადავრჩით.
თორე შენი სათუთი ფსიქიკის დანგრევა მერე გენახა... :|

Post a Comment

Template by:
Free Blog Templates