
ვიცი, მე უკვე დიდი გოგო ვარ. უნდა აღვიქვამდე სამყაროს რეალურად. გამოგონილ პლანეტაზე, გამოგონილ ხალხთნ ერთად ცხოვების დრო დამთავრდა, მით უფრო ძილის წინ, ან სამარშრუტო ტაქსებში :) უნდა ვისწავლო, უნდა ვიმუშაო, ვიყო ჭკვიანი და წარმატებული, და არა მარტო კარიერაში. ასე მასწავლეს.
ბავშვობაში ხშირად ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა...
მყავს კარგი მეგობრები, რომლებიც გულწრფელად მიყვარს. მიყვარს არა, ეს სიყვარულზე მეტია. მყავს ოჯახი, რომელსაც ვაფასებ და პატივს ვცემ. საინტერესო ის არის, რომ არავინ არაფერს მიშლის, მაიძულებს, მთხოვს და დასაფიქრებელი ის, რომ მე თვითონ ვუწესებ თავს ამდენ „უნდას“.
რამდენჯერ მდომებია რაღაცის გაკეთება, სრულიად უწყინარი რამის (მერე რა რომ სხვები ცუდს იფიქრებენ და ისიც). ცუდი პირობითი და შეფასებითია. კარგიც. მაგრამ მე ეს არ უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ სერიოზული ვიყო, იმიტომ რომ შეყვარებული ვიყო. შეყვარებული ვარ თუ უნდა ვიყო?
მაინც ველოდები ხოლმე, ვუყურებ როდის აინთება. ხან ვის და ხან ვის, პერიოდულად. მერე რა რომ არ მიცნობს, მერე რა რომ არ იცის ჩემზე არაფერი. არც ისაა სადარდებელი მეც რომ არ ვიცნობ, უბრალოდ ხომ მიხარია?
მომენატრა აი ის შეგრძნება (ყველამ იცით, ალბათ) გული რომ გეკუმშება. ეს, სამწუხაროდ (და ძირითადად), ურთიერთობის დასაწყისში არის ხოლმე. შემთხვევით რომ შეგეხება და გული შეგეკუმშება. მერე ნელდება ნელ–ნელა. მერე ეს შეხებაც ძალიან დაგეგმილი ხდება და წარმოიდგინეთ, „უნდას“ კატეგორიაშიც კი გადადის.
კარგი შეგრძნებაა...ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ ერთ ადამიანთან მუდმივად გრძნობდე, მცირეა. მაშსადამე გამოდის, მისი განელების მერე ახალი გრძობა უნდა ეძებო? ასე ხომ არ შეიძლება? ხომ უნდა იფიქრო სხვაზეც? უბრალოდ უნდა გაიხსენო ხოლმე და დააფასო.
მე შენი სიყვარულის უფლება არ მაქვს. მე მხოლოდ მოგონებები უნდა მიყვარდეს.
რამდენი აკრძალვაა, რამდენი „უნდა“. ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა „უნდას“ გარეშე.
0 comments:
Post a Comment